გერმანიის პრეზიდენტი – რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწინააღმდეგება უკრაინისადმი მოწოდებებს, აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

მისი თქმით, მოკავშირეებმა უკრაინა უნდა გააძლიერონ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც ასევე უკრაინის გადასაწყვეტია.

„ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ჰქონდეს რაღაც მოსალაპარაკებლად. ის უნდა გავაძლიეროთ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჩვენ არ განვახორციელებთ ზეწოლას უკრაინაზე. ეს რჩება უკრაინის გადასაწყვეტი, როდის წავიდეს ამ გზით“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ არავინ ელოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეგუებას „მისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ ნგრევასთან” იმპერიული ოცნებების ასასრულებლად.

რაც შეეხება გერმანიაზე ომის გავლენას, შტაინმაიერმა განაცხადა: „ასევე შესაძლებელია, რომ წინ რამდენიმე რთული წელი გველოდებოდეს“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკა – ჩვენი ხალხი, ჩვენი შვილები იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ – მეშინია ადამიანების, რომელთაც არ აღელვებთ მათი სიცოცხლე
შემდეგი სტატიათურქეთში დააკავეს რუსული გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა – ელჩი