გერმანიის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხეებზე საუბრობს

გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი, რომელიც 18 მარტს ტოვებს პოსტს, დღეს, 12 მარტს Bild am Sonntag-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბერლინი ფრთხილად უნდა იყოს, რომ რუსეთის ფედერაცია ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებში არ ჩაერიოს. “გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ამის სრულიად თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება” – თქვა პრეზიდენტმა.
მან საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრეზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ზრდასრული ადამიანის თავისუფლება აუცილებლად უკავშირდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღების მზაობას.
პრეზიდენტის პოსტზე გაუკს 19 მარტს, ინაუგურაციის შემდეგ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვლის.
ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიახიდაშელი: სინამდვილეში თქვენ ხართ ერთადერთი ვისაც ჭირდება დღეს ნაცმოძრაობა