გერმანიის პრეზიდენტი – კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ

გრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და ნატო-ს შორის და ვფიქრობ, ორივე მხარე აგრძელებს კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დანერგვას, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.

ჟურნალისტმა გერმანიის პრეზიდენტს მიმართა კითხვით: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მუდმივად გვესმის ორი პოზიცია. პარტნიორების პოზიცია, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გავხდეთ ნატო-ს წევრი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა. მეორე არის რუსეთის პოზიცია, რომ ის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას საფრთხედ აღიქვამს. რუსეთის ეს პოზიცია არის თუ არა გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე გკითხავთ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულასთან დაკავშირებით, რა მიზანს ემსახურება საქართველოში თქვენი ვიზიტი. პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, თბილისში თქვენ ჩამოხვედით ჩვენთვისაც გარკვეული ინიციატივებითა და წინადადებებით.

„ნატო-სთან მიმართებით იქ არ არის დიდი სხვაობა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც შეთანხმებულია საქართველოსთან. ეს არის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ერთობლივი პოზიცია – ნატო-ს სტანდარტების შესრულება საქართველოს მიერ და მისი ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოება. ეს არის მოლაპარაკებების შედეგი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთობლივად მიაღწიეს და რა შედეგიც დადეს. გრძელდება თანამშრომლობა და ვფიქრობ, ორივე მხარე, როგორც საქართველო, ასევე ნატო, აფასებენ ამ შედეგს და აგრძელებენ იმპლემენტაციას, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დანერგვას. თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის არის არა მხოლოდ ამ პაკეტის მხარდაჭერა, არამედ ბევრი სხვა რამ – საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრთა აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა მისიაში“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ჰკითხა, თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებით: ჩამოხვედით თუ არა კონკრეტული წინადადებებით, მათ შორის საქართველოსთვისაც, რადგან გვახსოვს, წლების წინ თქვენი ინიციატივები საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით.

„არა, მე ამჯერად სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. გვაქვს შესაძლებლობა, გავეშუროთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა, თუ წინადადებით. საზღვრის კონტროლი, ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი დრო, დიდ მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები.

რაც შეეხება ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას, სამი წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალი სამიტის დონეზე, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტების, გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. ეს შეიძლება არ არის იმდენად აქტუალური, თუმცა შინაარსი რჩება შინაარსად“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველები ჩადიან გერმანიაში, სწავლობენ, მუშაობენ, ეს არის ორივე ქვეყნის მონაპოვარი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს