გერმანიის პოლიტიკას ყოველთვის არ ვეთანხმებით, მაგრამ უკრაინას მასთან ურთიერთობის გამწვავება არ სურს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინაში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განუხორციელებელი ვიზიტის გამო, ქვეყნებს შორის ურთიერთობას ზიანი არ მიადგება.
„როცა საქმეს მხოლოდ დიპლომატები ასრულებენ, ჩვენ ყოველთვის ორმხრივ, მისაღებ შედეგს ვხვდებით. როდესაც ზოგიერთი სამუშაო პროცესის ნიუანსი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია მედიაში ხვდება, მაშინ არის საჯარო დისკუსიები, სკანდალები, საზოგადოების ემოციები, რომლებიც რეალურად, ხელს უშლის საქმიან სამუშაოებს და ქმნის უარყოფით ფონს. ესეც ზუსტად მსგავსი ვითარება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იგი ერთ-ერთ გერმანულ მედიაზე „განაწყენებულია“, ვინაიდან სწორედ მან გამოიწვია ის მძიმე ვითარება, რომელიც ახლა სახეზეა.

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინა დიდ პატივს სცემს გერმანიას. ჩვენ ყველაფერში, ყოველთვის არ ვეთანხმებით გერმანიის პოლიტიკას, მაგრამ პატივს ვცემთ მას, როგორც სახელმწიფოს და როგორც პარტნიორს. ჩვენთვის ნათელია, რომ სახელმწიფოს მეთაური, ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სიმბოლოა და ფედერალური პრეზიდენტის ინსტიტუტს ასეთივე, იგივე პატივისცემით ვეპყრობით. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ორმხრივი ურთიერთობების გამწვავებით, ამიტომ მგონია, რომ ეს სიტუაცია დიპლომატიური გზებით მოგვარდება და უკრაინა-გერმანიის ურთიერთობებს ზიანი არ მოუტანს“, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდებმა თავის კომპანიებს რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა აუკრძალა
შემდეგი სტატიადღეს გვითხრეს, რომ მოვიწამლეთ ქიმიური ნივთიერება “ზარინით” – უკრაინაში მოწამლული ქართველი სამხედრო