გერმანიის პოლიციამ სამი სირიელი ტერორისტებთან კავშირის გამო დააპატიმრა

გერმანიის პოლიციამ სამი სირიელი დააპატიმრა, რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელწმიფოსთან” არიან კავშირში. მათი ასაკი 17, 18 და 26 წელია და ისინი სამხრეთ საქსონიის მიწაზე დააკავეს.
პოლიცია თვლის, რომ ახალგაზრდები გერმანიაში სპეციალურად იყვნენ შეგზავნილები 2015 წელს, სავარაუდოდ, რაღაც მისიის გამო.
მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ისინი “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისგან ინსტრუქციებს იღებდნენ, არ არსებობს, თუმცა, სამართალდამცველების განცხადებით, მათ ბევრი მასალა აქვთ ახალგზარდების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიწითელი ჯვარი ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს
შემდეგი სტატიალუქსემბურგი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას მოითხოვს