გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა

გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა.

როგორც მედია წერს, წყვილი პარკში 2 შვილთან ერთად (4 და 7 წლის) იმყოფებოდა.

თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოლი კი მისი და შვილების თანდასწრებით გააუპატიურეს.

პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა – მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო. თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც.

სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში, ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიანატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა – დაშავდნენ დამლაგებელი და მშობელი