გერმანიის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი დააკავა

გერმანულმა პოლიციამ მასობრივი სეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი დააკავეს – ავრცელებს Reuters-ი. ოპერაცია საქსონიის მიწაზე 12 მისამართზე ჩატარდა, რომელშიც სულ პოლიციის 450 თანამშრომელი მონაწილეობდა.

ეჭვმიტანილებს ცეცხლსასროლი, ცივი იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები უპოვეს, მათ, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” დროშები ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიეს მოდელი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის – კილაძე ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველ სამხედროებსა და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა