რა შემთხვევაში გაუხსნის გერმანიის პოლიცია ცეცხლს მიგრანტებს

რა შემთხვევაში გაუხსნის გერმანიის პოლიცია ცეცხლს მიგრანტებს

გერმანიის პოლიციამ, აუცილებელი შემთხვევისას მიგრანტებს ცეცხლი უნდა გაუხსნას, თუკი ისინი არალეგალურად ცდილობენ ქვეყანაში შემოსვლას – განაცხადა მემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრაუკე პეტრმა – წერს “დი ცაიტი”.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა მიგრანტების რაოდენობა უნდა შეაჩერონ, თუკი ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან გერმანიაში არალეგალურად ცდილობენ შეღწევას. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იარაღის გამოყენება. “არ მინდა რომ ეს ხდებოდეს, მაგრამ ეს უკიდურესი ზომაა. აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცველებს უნდა შეეძლოთ იარაღის გამოყენება. ამის შესახებ კანონშიც არის ნათქვამი” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისმა წინადადებამ ბევრ გერმანელ პოლიტიკოსში და სამართალდამცავში აღშფოთება გამოიწვია – იტყობინება გერმანული “ჰოითე”. პოლიციის პროფკავშირმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები ადამიანებს არ დაუწყებენ სროლას.

30 იანვარს ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის დარეგულირებისას ის ყველა მიგრანტს სახლში გააგზავნის.

banner
წინა სტატიაში“ჩემ თავს ვუთხარი, რომ ცხოვრება მშვენიერია, უნდა ვიბრძოლო და არ დავყარო ფარ-ხმალი“
შემდეგი სტატიასაარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიაციატავს “გირჩი” წარადგენს