გერმანიის პოლიცია ერდოღანს დაცვის დაპატიმრებით დაემუქრა

გერმანიის საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ 7-8 ივლისს ჰამბურგში გასამართ G20-ს სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაცვის იმ წევრების გარეშე ჩავა, რომლებმაც ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსტან მომიტინგეებს ჩხუბი გაუმართეს და რომელთა წინააღმდეგ ამერიკულმა სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა. განცხადება ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარტინ შაფერმა გააკეთა.

ერდოღანბის დაცვის წევრებს, ვასინგტონის ინციდენტის განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაპატიმრებით დაემუქრა ჰამბურგის პოლიცის შეფი რალფ მარტინმაიერი. ,,ჰამბურგის პოლიციას საკმაო ძალები ჰყავს, რომ ნებისმიერი ჩამოსული სტუმრის უსაფრთხოება დაიცვას. მაგრამ სტუმართა დაცვის მხრიდან თუ იგივე განმეორდება, რაც ერდოღანის დაცვამ ვაშინგტონში გააკეთა, ჩვენ უმალ დავაპატიმრებთ მათ,, განაცხადა მარტინმაიერმა.

banner
წინა სტატიაში30 წელზე მეტი სტაჟის მქონე პენსიონერებს ათას დოლარიანი დანამატი
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი აშშ შეხვედრებს მართავს