გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს.

„2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საგარეო – დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ევროკავშირის ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება
შემდეგი სტატიამდინარაძე – გიორგი მშვენიერაძეს უთქვამს, შავი ფული დასავლეთიდან შემოვიდეს, სხვა მხრიდან არაო, შავი ფული არსაიდან არ უნდა შემოვიდეს