გერმანიის პარლამენტმა მაროკოს, ალჟირს და ტუნისს “უსაფრთხო ქვეყნები” უწოდა

2გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, მაროკოს, ალჟირის და ტუნისის ე.წ. “უსაფრთხო ქვეყნების” სიაში შეტანის შესახებ – ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები, უკვე პრაქტიკულად ვერ მიიღებენ თავშესაფარს.
კანონის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მაძიებლების საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება, და მათ, სავარაუდოდ, თავშესაფარზე უარს ეტყვიან.
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, აღნიშნული ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა ზოგადი რაოდენობის 0,7%-ით განისაზღვრა. გერმანიის შს მინისტრის ტომას დე მეზერეს თქმით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების უმეტესობა ამას დევნის გამო არ აკეთებს.
2014 წლის სექტემბერში გერმანიამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ე.წ. “უსაფრთხო ქვეყნების” სიაში შევიდნენ სერბია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი, კოსოვო, ჩერნოგორია, უკრაინა და საქართველო.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივს, რომელმაც ჩეჩნეთში კორუფციაზე ილაპარაკა, სახლი დაუწვეს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევაზე ისაუბრა