გერმანიის ოპოზიციური ფრთა: “ტრამპი აკეთებს იგივეს, რის გამოც პუტინს აკრიტიკებდნენ”

“ტრამპი აკეთებს იგივეს, რის გამოც პუტინს აკრიტიკებდნენ”, – ასე პასუხობს ტრამპის მიერ, გრენლანდიის საკითხზე, ევროპისთვის დაწესებულ ტარიფებს, გერმანიის ოპოზიციური ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელიცი.

მისი თქმით, ტრამპს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე მოუწევს იმ წინასაარჩევნო დაპირების განმარტება, რომლის მიხედვითაც ის არ უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნის საქმეებში.

“წლების განმავლობაში გვესმოდა ხმამაღალი აღშფოთება პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო — ახლა კი იგივე კრიტიკოსები უცნაურად სდუმან, როდესაც ტრამპი აკეთებს იგივეს, რის გამოც ისინი პუტინს აკრიტიკებდნენ: სუვერენიტეტის დარღვევას ვენესუელასა და გრენლანდიის შემთხვევაში. ტრამპმა დაარღვია წინასაარჩევნო ფუნდამენტური დაპირება, კერძოდ, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის შესახებ და მას მოუწევს ამის განმარტება საკუთარი ამომრჩევლისთვის”, – ამბობს ვაიდელიცი.

banner
წინა სტატიაშისირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას აგრძელებს
შემდეგი სტატიათბილისში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს