გერმანიის მთავრობის ანტისემინიზმთან ბრძოლის წარმომადგენელმა ფელიქს კლაინმა ებრაელები გააფრთხილა თავი შეიკავონ მამაკაცის ტრადიციული ქუდის, კიპას ტარებისგან. “საზოგადოებაში შემაკავებელი გარემოებების შესუსტების გამო” – თქვა კლაინმა – 25 მაისს წერს”დოიჩე ველე”. მისი აზრით, ამ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია “ინტერნეტმა და სოციალურამ ქსელებმა”, გარდა ამისა, ჩვენს კულტურულ მეხსიერებაზე შეტევა მიდის – ხაზგასმით აღნიშნა ფელიქს კლაინმა.
მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. ამავე დროს, ბოროტმოქმედები მუსლიმები არიან – მეტწილად ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია გერმანაიში ცხოვრობენ, მაგრამ ინფორმაციას არაბული წყაროებიდან იღებენ, რომლებიც ხელოვნურად ქმნიან “ებრაელებისა და ისრაელის მტრის ხატს”.