გერმანიის მთავრობამ ვაქცინების მარაგთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო

განცხადება, რომ შევძლებთ ვაქცინაცია მესამე კვარტლის ბოლომდე თითოეულ მოქალაქეს შევთავაზოთ, ძალაში დარჩება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდებაში შეფერხების მიუხედავად დაპირების შესრულება შესაძლებელია, ვინაიდან გერმანიის მთავრობამ ვაქცინების მარაგთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო, რაც შესაძლებელს გახდის, ვაქცინაციის შეთავაზება ზაფხულის ბოლომდე ყველა მოქალაქემ მიიღოს.

მერკელის თქმით, გერმანიაში ვაქცინაციის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტემპის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, აშშ-სთან შედარებით წარმოების ნაკლები მოცულობა და ის ფაქტი, რომ ბლოკს სურდა ვაქცინების რეგულარული და არა გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცება.

banner
წინა სტატიაშიBloomberg – მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ჩემი აზრით ყველანაირი გონივრული ვადა მიეცა ოპოზიციას