გერმანიის მთავრობამ სირიელის თვითმკვლელობაში საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა

3-1გერმანიაში, საქსონიის მიწის იუსტიციის მინისტრმა სებასტიან გემკომ აღიარა, რომ სირიელ ჯაბერ ალ-ბაკრისადმი დამოკიდებულებაში შეცდომები იყო დაშვებული – ახალგაზრდა 10 ოქტომბერს ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს, ორ დღეში კი მან თავი მოიკლა.
მინისტრმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ციხის სისტემის თანამშრომლებმა მომხდარიდან გაკვეთილი უნდა მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ისლამისტებს, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. მისი თქმით, ციხის თანამშრომლები არასათანადოდ იყვნენ მომზადებული საამისოდ.

ამასთანავე, მინისტრმა ალ-ბაკრის თვითმკვლელობის გამო გადადგომაზე უარი განაცხადა.

ალ-ბაკრი პოლიციას სირიელმა ლტოლვილებმა გადასცეს, რომლებთანაც ის ლაიპციგში რამდენიმე დღე იმალებოდა.

ალ-ბაკრი გერმანიაში მიმდინარე წლის თებერვალში ჩავიდა და მალე თავშესაფარიც მიიღო. ის ბერლინის აეროპორტის აფეთქებას აპირებდა.

banner
წინა სტატიაშისამაგალითოდ დასჯილი “თავისუფალი დემოკრატებისა” და შესაწირი “რესპუბლიკელების” სახით
შემდეგი სტატიამატვეი განაპოლსკი: ქართველებს უთხარით მარტივი ფრაზა : „გაიწიე, გენაცვალე“ (ვიდეო)