გერმანიის მთავრობა თურქ პოლიტიკოსებს ქვეყანაში შესვლის აკრძალვით ემუქრება

გერმანიის მთავრობა უფლებას იტოვებს თურქ პოლიტიკოსებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის უწყების ხელმძღავნელმა, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა პეტერ ალთმაიერმა დღეს Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა. “ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკანასკნელი საშუალება იქნებოდა. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ის გამოვიყენოთ” – განაცხადა მან და დაამატა, რომ “გერმანულ კაბინეტს, ჯერჯერობით, არ ამოუწურავს თავის საერთაშორისო სამართლებრივი შესაძლებლობები”.

მან, ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა “ნაცისტურ შედარებებს და გროტესკულ მტკიცებებს არ მოითმენს… თურქეთი საკუთარ ღირსებას ყოველთვის ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. გერმანისასც აქვს ღირსება” – თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა გერმანია-ჰოლანდიის მისამართით განაცხადა, რომ ისინი ფაშისტური სახელმწიფოები არიან. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა თურქეთს საკუთარ ტერიტორიებზე აგიტაციის საშუალება არ მისცა.
10

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებს რუსულ არმიაში შესვლის უფლება დართო
შემდეგი სტატიადავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა