გერმანიის მთავრობა ფიქრობს რომ რუსეთის მიზანია გერმანელებში მერკელის ნდობა შელახოს

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

ბერლინი ფიქრობს, რომ მოსკოვი რუსი გოგონა ლიზას და მიგრანტების თემით სპეკულირებს და ამით ცდილობს გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელის ნდობის მაჩვენებელი დასწიოს.
“რუსეთის ევროკავშირის დაშლის პროცესის დაჩქარებას ცდილობს ევროსკეპტიკოსებთან და მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებთან თანამშრომლობით” – განაცხადა “როიტერსის” ერთ-ერთმა რესპოდენტმა.

გერმანიის სოციოლოგიურმა სამსახურებმა გამოიკვლიეს, რომ მერკელის პარტიის ნდობის კატასტროფული ვარდნა მერკელის სამიგრაციო პოლიტიკამ გამოიწვია. მიმდინარე მომენტში, პარტიას იგივე მაჩვენებელი აქვს ხალხში, როგორც ეს 2013 წელს ჰქონდა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 13 წლის რუსი ლიზას გაიტაცეს და 30 საათის მანძილზე მასზე სექსუალური ძალადობა ხდებოდა, რუსული მედია და რუსეთის მთავრობა მუდმივად არასწორად ინტერპრეტირებს. გერმანიამ საქმე უკვე გამოიძია და დახურა. გამოძიებით დადგინდა, რომ გოგონა თავის 19 წლის გერმანელ მეგობართან იყო ღამე და მათ შორის არ მომხდარა არანაირი სექსუალური კონტაქტი.

banner
წინა სტატიაშიხურვალეთის დევნილთა დასახლება დაიტბორა
შემდეგი სტატიაოპერის ბაღში შადრევანი გახსნის წინა დღეს დაამტვრიეს