გერმანიის მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირზე კომენტარს არ აკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2019 22:32

გერმანიის მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირზე კომენტარს არ აკეთებს

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ნახეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან, შესაძლებელია, რუსული სპეცსამსახუერბი იყვნენ კავშირში, მაგრამ კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან არის კავშირში the Insider-ის, Bellingcat-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს – 30 აგვისტოს “დოიჩე ველე” წერდა. ხანგოშვილის მკვლელმა მრავალჯერადი ვიზა საფრანგეთის საელჩოში აიღო და გერმანიაშიც საფრანგეთიდან შევიდა. პასპორტი, რომელიც ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელზეა, დიდი ალბათობით ყალბია, რადგანაც ის არ არის დარეგისტრირებული არსად, მათ შორის, რუსეთის საპასპორტო სისტემაში. არასწორია მისამართი, რომელიც მითითებულია პასპორტში. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მკვლელი არ მუშაობს რუსულ სპეცსამსახურებში, რადგანაც, მას სხეულზე ტატუირება აქვს. სავარაუდოდ, ის სპეცსამსახურებმა მკვლელობისთვის დაიქირავეს.

“ჩვენ გავეცანით მოხსენებას, რომელიც თქვენ ახსენეთ. გერმანიის მთავრობაც დიდ ინტერესს გამოხატავს ამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით” – გერმანიის მთავრობის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2019 22:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,233
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics