გერმანიის მოქალაქე პრეზერვატივების ავტომატის გაქურდვის მცდელობისას გარდაიცვალა

გერმანიის მოქალაქე პრეზერვატივების ავტომატის გაქურდვის მცდელობისას გარდაიცვალა

გერმანიის მოქალაქე პრეზერვატივების ავტომატის გაქურდვის მცდელობისას გარდაიცვალაგერმანიის ქალაქ მიუნსტერის მკვიდრი პრეზერვატივების ავტომატის გაქურდვის მცდელობისას გარდაიცვალა – ამის შესახებ გერნანული მედია წერს.
სამართალდამცველების თქმით, 29 წლის მამაკაცმა ორ მეგობართან ერთად გადაწყვიტა პრეზერვატივები და ფული აეღოთ ავტომატიდან. მათ ამისათვის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს ავტომატზე, შემდეგ კი იქვე მდგარ მანქანაში დაიმალნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მანქანის კარების დაკეტვა ვერ მოასწრო აფეთქებამდე. შედეგად ავტომატის მეტალის ფრაგმენტი მოხვდა თავში.
მეგობრებმა დაზიანებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ გადარჩენილები არ დააპატიმრა, რადგანაც ავტომატიდან პრეზერვატივები და ფული არ იყო წაღებული.

banner
წინა სტატიაშიავიამწარმოებლები თვითმფრინავებს მეორე პილოტის გარეშე დატოვებენ
შემდეგი სტატიათურქეთში ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო