გერმანიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ. გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა.

საქართველოდან გერმანიაში ჩასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პერსონალის, მომვლელების, სეზონურად დასაქმებულების, სტუდენტების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისთვის.

ვრცელ სიას და შეზღუდვების შესახებ დეტალებს საელჩო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. გერმანიის მთავრობამ საქართველო რისკ-ჯგუფის ქვეყნებში 7 ოქტომბერს შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 338 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის 1 პირი დააკავეს