გერმანიის კონტრდაზვერვზა ლტოლვილებს შორის ტერორისტების არსებობაზე საუბრობს

გერმანიის კონტრდაზვერვზა ლტოლვილებს შორის ტერორისტების არსებობაზე საუბრობს

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა 100-ზე მეტი შეტყობინება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იმყოფებიან – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მაასენმა ისაუბრა, წერს wallstreet-online.de
მისი თქმით, ექსტრემისტები ქვეყანაში ლტოლვილების სტატუსით არიან შემოსული ჩრდილოაფრიკული ქვეყნებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ შემოსული შეტყობინებებიდან ზოგიერთი არ დადასტურდა.
4 თებერვალს გერმანიის პოლიციამ რეიდების დროს ალჟირის მოქალაქეები დააკავა, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.
ოპერაცია კიოლნის კარნავალის ფონზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO)ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკადიროვმა პირობა დადო, რომ ზაკაევის ოჯახს დევნას არ დაუწყებს