გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ომის დასასრულებლად საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ მოამზადა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეიმუშავა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი, დამოუკიდებელი გეგმა, როგორც ალტერნატივა დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადების.

n-tv.de-ის ინფორმაციით, მერცმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინულ დელეგაციასთან წარადგენს თავის დამატებით წინადადებას, როგორც მოლაპარაკებების ახალი ელემენტს.

„მე შევიტანე დამატებითი წინადადება, რომელიც 28-პუნქტიან გეგმას სცდება“, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკული გეგმის საფუძველზე შეიქმნას „დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა დაამტკიცებს“. დეტალები მან არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ წინადადებას აყენებს „იმისათვის, რომ ხუთშაბათს მაინც გაკეთდეს პირველი ნაბიჯი“.

მერცის თქმით, შეთანხმების მიღწევა ხუთშაბათამდე სრულიად გამორიცხული არაა, თუმცა ძალიან საეჭვოა.

„სკეპტიკურად ვუყურებ, შესაძლებელია თუ არა რაიმე შეთანხმებაზე შეჯერება არსებული უთანხმოებების ფონზე“, – ამბობს მერცი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ ფიქრზე, თავისუფალ აზროვნებაზე და ვაღიაროთ ყველა თუ არა, ტყუილების უმეტესობა მაინც
შემდეგი სტატიაზელენსკი: ამერიკული წინადადებები შესაძლოა უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს