გერმანიის კანცლერმა რუსეთი სირიაში გამართულ ცინიზმში დაადანაშაულა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სირიის ქალაქ ალეპოში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფით და სირიის პრეზიდენტი, ბასარ ასადი და რუსეთი გააკრიტიკა. “ის, რაც ალეპოში ხდება – კოშმარია, ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოწოდებები დახმარებისკენ, რომელიც ალეპოში დარჩენლი რამდენიმე ექიმისგან ისმის, ღრმა შოკს იწვევს” – განაცხადა მერკელმა გაზეთ Passauer Neue Presse-ტან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა – “დოიჩე ველე” წერს.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა “აბსოლუტურად არასაკმარისი” უწოდა ასადისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ ყოველდღიურად გამოცხადებულ სამ საათიან მშვიდობიან რეჟიმს – მისი თქმით, აუცილებელია, მინიმუმ 48 საათიანი შესვენება.
ამასთანავე, მერკელის აზრით, ეს “ყველაზე მინიმალური ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა და სირიამ შესაძლოა გადადგან”.
გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ის 48 საათიან მშვიდობას დაიცავს ალეპოში დარჩენილი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტობუსი წარადგინა (ფოტო)
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრი დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს