გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აპირებს გააფართოოს სამხედრო დახმარება უკრაინაში და მიაწოდოს დამატებითი იარაღი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აპირებს გააფართოოს სამხედრო დახმარება უკრაინაში და მიაწოდოს დამატებითი იარაღი.

“ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, მივაწოდებთ თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას და რადარს არტილერიის აღმოსაჩენად”, – განუცხადა შოლცმა ორშაბათს ბერლინში ჟურნალისტებს.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს უარს თქვას უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდებაზე და გეგმავს ახალ მიწოდებას.

მან გაიხსენა, რომ გერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა. ასევე, გერმანიის პარლამენტმა დათანხმობა განაცხადა გერმანული თვითმავალი საზენიტო დანადგარების “Gepard” და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების მიწოდებაზე PzH 2000 (გერმანული: Panzerhaubitze 2000)

banner
წინა სტატიაშიუცხოელს და უკრაინელ ქალს, რომლებიც ოდესის სანაპიროზე ხალხის თანდასწრებით სექსუალურ სურვილებს იკმაყოფილებდნენ , პატიმრობა ემუქრებათ
შემდეგი სტატიაკობთან, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა