13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

გერმანიის კანცლერი საწვავის მოსალოდნელი დეფიციტის გამო, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, სასწრაფოდ მოიწვევს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს, რათა ირანში მიმდინარე ომის გამო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხი განიხილონ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ჩვენი მიზანი ნათელია: ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაეყრდნონ ისეთი აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და საავიაციო საწვავი“, – განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, სიტუაცია დაძაბულია, თუმცა ქვეყანას ამჟამად საკმარისი წვდომა აქვს ძირითად საწვავზე და თუ პირობები გაუარესდება, ხელისუფლება შესაბამისად იმოქმედებს.

მერცის მტკიცებით, საწვავის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.

გერმანიის ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მთავრობის მინისტრებისა და სექტორული ექსპერტებისგან შედგება, გასულ წელს შეიქმნა ძირითად საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების კოორდინაციის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიComCom-ის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ის დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავა