გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ევროპელი ლიდერები კიევში ჩავლენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

ევროპელი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
შემდეგი სტატიაარახამია: რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ