ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სამშვიდობო პროცესი შემდეგ ფაზაში გადავა, კერძოდ, „ჰამასის“ განიარაღება მოხდება, – ამის გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ამ ომს მხოლოდ „ჰამასი“ აწარმოებს და „ჰამასი“ თუ იარაღს დაყრის, ეს ომი დასრულდება. რეგიონს მაშინ ექნება მომავალი და ღაზასაც ექნება მომავალი“, – აღნიშნა მერცმა იერუსალიმში ვიზიტისას.
მისივე თქმით, ისრაელის ქმედებებმა გერმანია დილემის წინაშე დააყენა.
„ვნახეთ, რომ ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებებმა დილემის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ამას ვუპასუხეთ. ასევე ვნახეთ, რომ ფუნდამენტური უთანხმოებები არ გვაქვს. ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას. ეს ასეც იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ისრაელის არსებობის უფლების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად „უნდა დარწმუნდნენ, რომ „ჰამასს“ ღაზაში მოქმედების შესაძლებლობა შეეზღუდება“.


















