გერმანიის კანცლერის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობამ აშშ დაამცირა.
როგორც მერცი აცხადებს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ის ვერ ხედავს, რომ შტატებს რამე სტრატეგია აქვს.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, გამოსავლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები“, – განაცხადა მერცმა.
„ერთხელ ვოლფგანგ შოიბლემ, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო, მითხრა, „საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ჩემი მეგობარია, რაც არ უნდა ერქვას მას“. ეს ისეთი რამ არის, რაც ჩემს გულთან ახლოს მოვიდა. ნება მომეცით, დღეს ეს ჩემს თავზეც გამოვიყენო: საფრანგეთის პრეზიდენტი ჩემი მეგობარია, რაც არ უნდა ერქვას მას. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები ფრანგულ-გერმანულ მეგობრობაზე დაყრდნობით. ის, რაც მაშინ გაკეთდა ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის ინტეგრაციით, არ იყო ეკონომიკური პოლიტიკის პროექტი, არამედ პროექტი, სადაც ითქვა, რომ ძირითადი ინდუსტრიები თუ გაერთიანდება, მაშინ ამ ძირითად ინდუსტრიებზე დავები აღარ იქნება და ომიც არ წარმოიშობა. ეს არის ფრანგულ-გერმანული გამოცდილება და ამ მიზეზით, დღეს, კანცლერის რანგში მუშაობისას, ვმოქმედებ ჭეშმარიტად ღრმა შინაგანი რწმენით იმის საფუძველზე, რაც გააკეთეს კონრად ადენაუერმა და შარლ დე გოლმა, ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა, რაც, მათ შორის, ბევრმა სხვამ გააკეთა და რასაც დღეს მე ვაკეთებ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებთან საუბრისას.
















