გერმანიის კანცლერი ჰეზბოლას და ირანს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააფრთხილა ჰეზბოლა და ირანი, არ ჩაერიონ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში.

„პირდაპირ ვაფრთხილებ ჰეზბოლას და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ, გერმანიის მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, – აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ჰამასი ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებდა.

„პალესტინელები ჰამასს არ ეკუთვნიან და ჰამასს უფლება არ აქვს, რომ მათ მაგივრად ილაპარაკოს. პალესტინელი ხალხიც ჰამასის მსხვერპლია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰამასი და ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – დასძენს შოლცი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციაში ყველა მიმართულებით კატასტროფული ვითარებაა – დეკანოიძე
შემდეგი სტატიამადლობელი ვართ, რომ საქართველო ჩვენ გვერდით დგას როგორც პოლიტიკურ, ოფიციალურ, ისე ადამიანურ და მეგობრულ დონეზე – საქართველოში ისრაელის ელჩი