12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გერმანიის კანცლერი: “ჩვენ არ გვაქვს რაკეტები, ან ქობინები, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა”

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ევროპელ მოკავშირეებთან ერთად საერთო ბირთვული ქოლგის შექმნას განიხილავს.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნები იწყებენ საერთო ბირთვული ქოლგის იდეებზე მსჯელობას, რომელიც აშშ-თან არსებულ უსაფრთხოების შეთანხმებებს შეავსებს.

როგორც მერცმა განაცხადა, გერმანიის სახელშეკრულებო ვალდებულებები ხელს არ უშლის პარტნიორებთან, მათ შორის ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, ევროპულ ძალებთან, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხილვაში.

„ჩვენ ვიცით, რომ უნდა მივიღოთ სტრატეგიული და სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის არ ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის გაზიარებას. ჩვენ არ გვაქვს რაკეტები ან ქობინები, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ევროპულ ინიციატივაში“, – განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გერმანიას ამჟამად ეკრძალება საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა „ოთხი პლუს ორი“ შეთანხმების თანახმად, რომელიც 1990 წელს ქვეყნის გაერთიანების დროს შევიდა ძალაში.

banner
წინა სტატიაში“სიგნალი კრიმინალურ რეჟიმს” – ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“სტრატეგიული შეცდომა” – აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ, „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება