გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კიოლნის თავდასხმები წინასწარ იყო დაგეგმილი

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კიოლნის თავდასხმები წინასწარ იყო დაგეგმილი

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კიოლნის თავდასხმები წინასწარ იყო დაგეგმილისექსუალური თავდასხმები და ძარცვა, რომელსაც კიოლნში 1 იანვარს ჰქონდა ადგილი, წინასწარ იყო დაგეგმილი – ასეთი აზრი გამოთქვა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა “ბილდთან” ინტერვიუში.
“როცა მასები იკრიბება იმისათვის, რომ დანაშაული ჩაიდინონ, ცხადია, ეს წინასწარ ორგანიზებულია. ვერავინ მეტყვის იმას, რომ ეს წინასწარ არ იყო შეთანხმებული და დაგეგმილი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვიძიოთ, როგორ ხდება ასეთი უმსგავსო დანაშაულებები” – “ბილდი” მინისტრის სიტყვებს ციტირებს.
მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილეებლია დადგინდეს, თუ რატომ აირჩიეს დამნაშავეებმა ერთი კონკრეტული თავიღი ამისათვის. მისი აზრით, ასევე აუცილებელია გაუპატიურებისათვის სასჯელის დამძიმება.

კიოლნში, გერმანიის სხვა ქალაქებში, ასევე ავსტრიასა და შვეიცარიაში ახალი წლის ღამეს მასობრივად თავს დაესხნენ ქალებს. ადგილი ქონდა სექსუალურ ძალადობას და ძარცვას. საჩივარი უკვე 400-მდე დაზარალებულმა დაწერა.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცმა პოლონეთი პუტინიზაციაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაერაყელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს მეთაურის მოადგილის სიკვდილის შესახებ განაცხადება გააკეთეს