გერმანიის გენპროკურორი: დამნაშავე, სავარაუდოდ, თავისუფლებაზეა

ბოროტმოქმედი, რომელიც იმ სატვირთოს მართავდა, რომელმაც ბერლინში წუხელ საშობაო ბაზრობაზე ხალხი გაიტანა, დიდი ალბათობით თავისუფლებაზეა, დღეს, 20 დეკემბერს გერმანიის გენერალურმა პროკურორმა პეტერ ფრანკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ დაკავებული პაკისტანის მოქალაქე, სავარაუდოდ, ტერაქტთან კავშირში არ არის” – განაცხადა ფრანკმა. მან ასევე თქვა, რომ გამოძიებამ არ იცის, დამნაშავე მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველებიც ყავდა, არც არავის აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ამასთანავე, გერმანიის პროკურატურა ირწმუნება, რომ მომხდარი ტერაქტია.

banner
წინა სტატიაშიალეპოში ქალაქის განთავისუფლების ზეიმისას აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკო უკრაინაში პოლიტიკურ გავლენებს იბრუნებს