გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „გერმანიის ელჩი საქართველოს ისტორიაზე მსგავს ტონალობაში არ უნდა საუბრობდეს“.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ვიღაცები რომ იცავენ, ჯოჯოხეთის მაშხალები, „ოცნების“ წარმომადგენლები. მეგობრებო, ეს ის ხალხი არ იყო უცხოელებს, ევროპარლამენტარებს რომ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამსახურში ყოფნაში და ლამის მე ვმართავდი მთელს მსოფლიოს. გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს თავის ისტორიასთან მიმართებაში. არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში ქართული მოწამეობრივი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამ, რომ საქართველო არ გაყიდა და ამ თემებზე თამაშს და ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ. ამას უნდა ამბობდეს არამხოლოდ ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი, არამედ ხალხი, ეს ნორმალურია. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა, მინიმუმ 50 პროცენტს
შემდეგი სტატიალევან ჯღარკავა – არც ერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ და ამით არ დავუშვით სახელმწიფო მიწის მიტაცება