21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გერმანიის ელჩი: საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი “იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“

გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი “იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“. ელჩის კომენტარს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

საქართველოში აქამდე 4 გერმანული ფონდი – კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფუნქციონირებდა.

“ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“,-განაცხადა გერმანიის ელჩმა გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

banner
წინა სტატიაშიჰააგაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან
შემდეგი სტატიარუსეთში 28 წლის ქალი შავი ჭირისგან გარდაიცვალა – კონტაქტში მყოფი 190 ადამიანი კარანტინში მოათავსეს