საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, აქამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია”.
“ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია.
“თუ ჩვენთან არ ხარ, მაშინ მტერი ხარ” ატმოსფეროს პოპულარიზაცია ხდება – ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და “ევროკავშირში 2030 წლისთვის”-ს ილუზიად აქცევს”. – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.