საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია არჩევანი იმისა, თუ ვინ მართავთ. მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა.
„მივმართავ ქართველებს: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორ გინდა, რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეთ. მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, შენ წევრი გახდებით. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია.
და გთხოვთ დამიჯერეთ: ჩვენ ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარს და მე მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრია, ვინც შეიძლება დაამტკიცოს, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ საფრთხეში ხართ, რომ ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და პრივილეგირებული პარტნიორობა…
ნება მომეცით, პირად შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ მოგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის“, – განაცხადა მან.