გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია “ბანდიტთა დაჯგუფებების” თავდასხმები.
“8 ელჩმა საავადმყოფოში მოინახულა და სოლიდარობა გამოუცხადა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების თავდასხმა, მედიის წარმომადგენლებისა თუ სხვათა დაზიანება. როგორც გვითხრეს, პოლიცია სულ რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. სად მიდიხარ, საქართველო?” – დაწერა გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელ X-ზე