15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

გერმანიის ელჩი: აღფრთოვანებული ვარ იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და საქართველოში საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. სულ ახლახან დავიწყე ჩემი ოფისის მოწყობა. ინდოეთიდან, ჩემი წინა სამუშაო ადგილიდან სხვადასხვა ნივთი ჩამოვიტანე. მაგალითად, ულამაზესი ჩანთები, რომლებიც ძველი ინდური კაბებისგან (სარი) არის გადამუშავებული და შეკერილი. იქ აქტიურად ვიცავდი ქალების, გოგონების, უმცირესობების უფლებებს, ასევე მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის კუთხითაც ბევრს ვაკეთებდი. სწორედ ამ სფეროებში მსურს, აქაც განვაგრძო აქტიური საქმიანობა.

აღფრთოვანებული ვარ იმ კონტაქტებითა და კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. მაგალითად, კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ამ სფეროებშიც მსურს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ახლა მაინტერესებს ჩვენი რჩევები, თქვენ ხომ უკეთ ერკვევით – რა გავსინჯო საოცარი ქართული სამზარეულოდან? სად გავემგზავრო? მთებში, სვანეთში? თუ ბოლნისში, სადაც გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ? ან კიდევ სხვაგან? სიხარულით ველოდები თქვენგან გამოხმაურებას“, – განაცხადა ბარბარა ფოსმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი გამოკითხვის შემდეგ: არ უნდა ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე, გამომძიებლებს დრო დავაკარგვინეთ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საპატიმრო კორპუსში შექმნილი ვითარება ნაწარმოებს — “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” ემსგავსება