“გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები”-პიტერ ფიშერი

“პატივი მივაგე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციის დროს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნას.

აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხმა პროტესტი გამოთქვა იმავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაინგრა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მუდმივი ამოცანაა.

უკვე თვეებია, ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირებთან შედარება ასევე არასწორია. ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები. ეს ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან.”

წერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე, რომელმაც გერმანიის სახელით პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩიენე: ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკუსვლაზე