გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მხარდაჭერის კუთხით

გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საჭიროა საქართველომ გააძლიეროს მუშაობა ევროპელ კოლეგებთან და დააფიქსიროს, რომ საქართველოს სჭირდება რუსეთისგან დაცვა.

„შეხვედრა იყო საინტერესო და ცოცხალი. სერიოზული დისკუსია გამოიწვია თავად გერმანელ დეპუტატებს შორის. აქ არის წარმოდგენილი ყველა ფრაქცია, მათ შორის, როგორც თავად თქვეს, ერთ-ერთი პარტია არის ის, რომელიც ახლოს არის ვლადიმერ პუტინთან და ჩადიან ყირიმში. მათ აღნიშნეს, რომ რუსული დათვი არ უნდა გავაღიზიანითო, როდესაც დაისვა ჩვენი მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციაზე საკითხი. მა მათ ვუპასუხე, რომ აქ არის ლევან კობიაშვილი, რომელიც ომის დროს თამაშობდა „შალკეში“ და მან არ ჩაიცვა „გაზპრომის“ მაისური პროტესტის ნიშნად. ომის 10 წლისთავზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქორწილში ეპატიჟება პუტინს და ცეკვავს მასთან. მე ვუპასუხე, რომ არ უნდა იცეკვო დათვთან, რომელსაც სისხლიანი ბრჭყალები აქვს.

საქართველოს მთავრობის წევრებმა უნდა იმუშაონ ძალიან მკაცრად და ჩვენს ევროპელ მეგობრებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვსაჭიროებთ დაცვას, რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს ოკუპაცია და სანქციებში არა მარტო უკრაინა, არამედ საქართველოც უნდა იყოს მოხსენიებული”, – განაცხადა გოცირიძემ

banner
წინა სტატიაშიბუნებრივ აირთან დაკავშირებით პუტინის სურვილებს არ დააკმაყოფილებენ
შემდეგი სტატიაგერმანულ მხარესთან „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა