გერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე

გერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას.

„ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ძმებს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ
შემდეგი სტატიამეტროსადგურების – „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს