გერმანიიდან საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება – პროკურატურა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა, – აღნიშნულ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში უდასტურებენ. ჭაკუას ექსტრადირება საქართველოში სავარაუდოდ დღეს განხორციელდება.

დავით ჭაკუა არაერთი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სად-ის ყოფილი უფროსი ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოწმეებზე ძალადობა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. კერძოდ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა