გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

გერმანიიდან, საქსონიის რეგიონიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა RTL ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქედან 26 პირს უარი ეთქვა თავშესაფარზე, საქსონიის რეგიონში, დანარჩენები კი თავშესაფარს გერმანიის სხვა რეგიონებში ითხოვდნენ.

გერმანული მედიის ცნობით, წინა წლებში საქსონიიდან საქართველოში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება დიდ დიღომში – 4 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიათბილისში, ომის ვეტერანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს