18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“გერმანიაზე შეტევა რუსეთის მითითებით ხდება”- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ იზოლაციაზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მუდმივი თავდასხმები გერმანიაზე მოსკოვიდან იმართება, რომელსაც ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველო საერთაშორისო არენაზე სრულად დააკნინა და ქვეყანამ ენერგეტიკული ბერკეტებიც დაკარგა:

„გერმანიაზე მუდმივი შეტევა ხდება პირდაპირი მითითებით რუსეთისგან, რომელსაც ახლა ჰიბრიდული ომი აქვს გაჩაღებული უკრაინის მთავარ მხარდამჭერებთან ევროპაში — სურს ფრიდრიხ მერცის დამხობა და პრორუსული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მოყვანა ხელისუფლებაში.

ამ ყველაფრით ივანიშვილმა დააკნინა საქართველო, რომელიც ერთ დროს საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი სუბიექტი იყო თავისი რეფორმებითა და რუსეთისადმი წინააღმდეგობით. ახლა სრულიად უმნიშვნელო, ობიექტია — მთავარი გაზსადენითაც კი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ქვეყანა ვეღარ იღებს გაზს“, — წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი პოსტს ოპტიმისტური პროგნოზით ასრულებს და აღნიშნავს, რომ „საქართველო აუცილებლად აღიდგენს სიძლიერეს და დაიბრუნებს რეპუტაციას“.

banner
წინა სტატიაში“წვიმის დროს მეტროშიც წვიმს” – რა ვიდეო ვრცელდება და რას ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
შემდეგი სტატიამთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას ყაზბეგში, ჰესის ასაშენებლად, მიწები 49 წლით გადასცა- დეტალები