გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.

“თაიმერი” ხანგოშვილის გარმოცვას დაუკავშირდა, რომლებიც ამ დროისთვის ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფებიან და გერმანიაში მიდიან.

მათი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილთან ერთად გერმანიაში არავინ იმყოფებოდა.

ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

ახლობლების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა.

 

ბერდია კალანდია

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიდანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა
შემდეგი სტატია”ხინკლის სახლში” კრიმინალური პოლიციის ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს