გერმანიაში უკანასკნელი სამი დღის მანძილზე ორჯერ მოხდა დანით თავდასხმა

გერმანიის ქალაქ ერფურტში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს, უცნობმა პირმა ორი გამვლელი დაჭრა დანით. თავდასხმა დღეს დილით მოხდა. ორივე დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც სამართალდამცველები ავრცელებენ, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო. ქალაქში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს, რომელშიც ვეტმფრენებიც არიან ჩართული. სავარაუდო თავდამსხმელი 20-30 წლის არის, აქვს ღია ფერის თმები და სახეზე ნაიარევი, საუბრობს გერმანულად. თავდასხმის მოტივები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს გერმანიის ქალაქ ვიურცბურგში 24 წლის სომალელი მამაკაცი დაესხვა თავს სამ გამვლელს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – მყარად ვდგავართ ფეხზე
შემდეგი სტატიაშესაძლებელია გადავუხვიოთ – პაპუაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე