გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონების აღდგენას წლები დასჭირდება

გერმანიის სამშენებლო ინდუსტრიის შეფასებით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალისა და რეინლანდ-პფალცის მიწებზე აღდგენით სამუშაოებს წლები დასჭირდება.
” 2002 წელს ელბას წყალდიდობის შედეგად ზედაპირულ აღდგენით სამუშაოებს სამი წელი დასჭირდა, ხუთი წელი კი საჭირო გახდა იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგებულად ყოფილიყო – გერმანიის სამშენებლო ინდუსტრიის ცენტრალური ასოციაციის პრეზიდენტმა რეინჰარდ კვასტმა თქვა. ”

გერმანიაში რამდენიმე დღის წინ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. “სამშენებლო კომპანიებსა და სპეციალისტებს საკუთარი წარმადობა 120-130%-ით შეუძლიათ გაზარდონ, თუმცა პრობლემად რჩება სამშენებლო მასალების დეფიციტი” – განაცხადა კვასტმა. მისი თქმით, რეკონსტრუქციას ხელს შეუშლის დანგრეული ხიდები, ამ პრობლემის მოსაგვარებლად დროებითი ხიდები უნდა აშენდეს.

სტიქიური უბედურება გერმანულ სადაზღვევო კომპანიებს ორი-სამი მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. გერმანიაში შენობების დაახლოებით 45% დაზღვეულია წყალდიდობებისგან და დატბორვისგან.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ბელგიასა და ავსტრიაში წყალდიდობებს დაახლოებით 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა
შემდეგი სტატიასაკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიცვან რეგულაციები, რათა ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს