გერმანიაში თითქმის მილიარდი ევროს კოკაინი ამოიღეს

გერმანიის სააბჟო სამსახურებმა ურუგვაიდან გამოგზავნილი კონტეინერებიდან 4,5 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულება შეფასებულია 1 მილიარდ ევროდ. ჰამბურგის საბაჟომ პარასკევს განაცხადა, რომ ოპერაცია ორი კვირის წინ ჩატარდა. კონტეინერების დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ ტვირთს მარცვლოვანები შეადგენს, თუმცა, კონტეინერის გახსნისას ოთხი სპორტული ჩანთა იპოვეს მხოლოდ. ჩანთებში კოკაინის 4200 პაკეტი იდო . გერმანელი სამართალდამცველების განცხადებით, მსგავსი რაოდენობის ნარკოტიკი გერმანიაში არასდროს დაუკავებიათ. მებაჟეების ინფორმაციით, ნარკოტიკები განადგურდა “მკაცრად საიდუმლოდ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით”.

banner
წინა სტატიაშისემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანია ინიშნება
შემდეგი სტატიააშშ ავღანეთიდან ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს