გერმანიაში “ტესლას” ქარხანა რამდენიმე თვეში დაიწყებს მუშაობას

გერმანიაში, ბრანდერბურგის მიწაზე Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა ავტომანქანების წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს – 17 მაისს ელონ მასკმა ქარხნის მონახულებისას სოფელ გრიუნფაიდში თქვა. “კარგად მივდივართ წინ” – Reuters-ი მასკის სიტყვებს ციტირებს. მასკის ვიზიტს “ტექნიკური ხასიათი” ჰქონდა და ის პოლიტიკოსებთან შეხვედრას არ ითვალსწინებდა – “დოიჩე ველე” წერს.

თავდაპირველად წარმოების დაწყება 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, “ტესლამ” მშენებლობაზე განაცხადი შეცვალა: ახლა ქარხანა მსოფლიოში უმსხვილესი აკუმულატორების ელემენტების მწარმოებელი იქნება ელექტრომობილებთან ერთად. რადგანაც გეგმებში შეტანილი ცვლილებები რეგიონალურმა მთავრობამ კარგად უნდა შეამოწმოს, ქარხნის მუშაობა რამდენიმე თვით დაგვიანდება.

მასკმა ბერლინთან ახლოს უზარმაზარი ქარხნის აშენების შესახებ 2019 წელს გააკეთა განცხადება. გერმანიაში მასკი წელიწადში 500 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. “ტესლა” 12 ათასი ადამიანის დაქირავებას აპირებს. მიმდინარე ათწლეულის ბოლოსკენ კი – 40 ათასი პირის დასაქმებას.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ძალოვანებს საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უფლება მისცა
შემდეგი სტატიაბაიდენი სხვა ქვეყნებს 20 მილიონ დოზა ვაქცინას გაუგზავნის