25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გერმანიაში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ შტადეში სროლას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, სროლა ჰამბურგის დასავლელით მდებარე ქალაქ შტადეში, ახალგაზრდულ ცენტრში მოხდა. პოლიციის წარმომადგენელმა მედიას დაუდასტურა, რომ გარდაცვლილები ზრდასრულები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის, დაკავებულია სროლაში ეჭვმიტანილი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
შემდეგი სტატიატრამპი : ირანმა შეხვედრა მოითხოვა